ევოლუცია ევოლუცია | Page 6

ბუნებრივი გადარჩევის ფორმები

1. მასტაბილიზებელი გადარჩევა-ამ დროს გარემო პირობები არ იცვლება ამიტომ უპირატესად გადარჩებიან უკვე არსებული გარემოსთან შეგუებული ნიშანთვისების მქონე ინდივიდები( შუალედური ნიშნები) ხოლო ახალი ნიშანთვისების მქონე ინდივიდები იღუპებიან, გაიცხრილებიან. მაგ: წყალსატევის ნაპირთან ბინადარი ბაყაყის შეფერილობა შეხამებულია გარემოსთან თუ ბაყაყის პოპულაციაში გამოერია განსხვავებული შეფერილობის ინდივიდები ისინი გაიცხრილებიან მტაცებელი ფრინველების მიერ, რადგან გარემოს ფონზე შესამჩნევი იქნებიან, ე. ი. უკეთეს მდგომარეობაში არიან უკვე არსებული ფორმები. მასტაბილიზებელი გადარჩევა გრაფიკულად გამოიხატება შემდეგნაირად.
2. მამოძრავებელი გადარჩევა-ამ დროს გარემო პირობები იცვლება და უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან არა უკვე არსებული ფორმები, არამედ რომელიმე კიდურა ნიშანთვისების მქონე ინდივიდები. კლასიკური მაგალითია ინდუსტრიული მელანიზმის მოვლენა. მე-19 საუკუნეში ფაბრიკა ქარხნების რიცხვის ზრდასთან ერთად გაიზარდა გამონაბოლქვის რაოდენობა და ხეების მერქანი დაიფარა ჭვარტლით არყის ხის მზომელა( პეპელა) ჩვეულებრივ არყის ხის ფონზე თეთრია და შესაბამისად თეთრ მერქანზე შეუმჩნეველია. ჭვარტლით დაფარვის შედეგად ისინი უკვე შესამჩნევი გახდნენ და ფრინველების მიერ მასიურად განადგურდნენ. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან პოპულაციაში მუტაციის შედეგად გადარჩენილი ფორმები, რომლებიც ფრინველების მიერ შეუმჩნეველნი არიან და მრავლდებიან.