ევოლუცია ევოლუცია | Page 7

3.დიზრუპტული გადარჩევა-გარემო პირობები იცვლება რის შედეგადაც ერთდროულად ვითარდება 2 განსხვავებული ფორმა მაგ:მოკლენისკარტიანი და დიდნისკარტიანი შავ მუცელა მთიულები,მოკლე ფეხებიანი და გრძელფეხებიანი მგელი,მოლუსკების სხვადასხვა ფერის ნიჟარის მქონე ფორმების არსებობა.დიზრუპტული გადარჩევის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნიშანთვისებათა მკვეთრ დაცილებას -დივერგენციას რაც უზრუნველყოფს ერთი სახეობიდან ორი ახალი სახეობის წარმოქმნას. ბუნებრივი გადარჩევის შედეგია:შეგუებულობა და სახეობათა მრავალფეროვნება.ბუნებრივი გადარჩევი შედეგად ორგანიზმში გამომუშავდება გარკვეული შეგუებულობანი,რაც უზრუნველყოფს გარემოსთან უკეთ შეგუებას. შეგუებულობის ანუ ადაპტაციის სახეებია: 1.მორფოლოგიურ სტრუქტურული-ამ დროს ორგანიზმი ეგუება გარემოს გარეგანი აგებულებითა და შეფერილობით.ადაპტაციის ამ ფორმაში განარჩევენ:მფარველობით შეფერილობას გამაფრთხილებელ შეფერილობას და მიმიკრიას