ევოლუცია ევოლუცია | Page 5

არსებობისათვის ბრძოლისას გარდაუვალია გარემო პირობებთან ცუდად შეგუებული ფორმების ელიმინაცია ანუ გადაშენება.არსებობისათვის ბრძოლის შედეგია ბუნებრივი გადარჩევა.ბუნებრივი გადარჩევა ეწოდება პროცესს,რომლის დროსაც გადარჩებიან და შემდგომ შთამომავლობას დატოვებენ ის ინდივიდები,რომელთაც აღნიშნულ პირობებში სასარგებლო მემკვიდრეობითი ცვლილებები გააჩნიათ.