ევოლუცია ევოლუცია | Page 2

დარვინი მიიჩნევდა ,რომ ევოლუციის ძირითადი მამოძრავებელი ძალებია: 1.მემკვიდრული ცვალებადობა(მუტაცია) 2.არსებობისთვის ბრძოლა 3.ბუნებრივი გადარჩევა ევოლუციის საფუძველი და მასალაა მემკვიდრული ცვალებადობა ანუ მუტაცია. დარვინის ისტორიული დამსახურება იმაში მდგომარეობს,რომ მან აღმოაჩინა ცოცხალი სამყაროს განვითარების კანონები,კერძოდ: 1.ახსნა სახეობათა მრავალფეროვნების მიზეზი,მათი შეგუებულობა სხვადასხვა გარემო პირობებისადმი და განვითარება.უარყო მოძღვრება თავდაპირველი მიზანშეწონილობის შესახებ 2.აღიარა ნათესაური კავშირები სახეობებს შორის 3.გამოავლინა ევოლუციური პროცესის ფაქტორები:მემკვიდრული ცვალებადობა,ბრძოლა არსებობისათვის და ბუნებრივი გადარჩევა