ევოლუცია ევოლუცია | Page 3

ევოლუციის თანამედროვე თეორიას სინთეზურ თეორიას უწოდებენ.მისი დებულებებია: 1.ევოლუციის ელემენტარული ერთეულია პოპულაცია და არა სახეობა როგორც დარვინი მიიჩნევდა და არც ცალკეული ინდივიდი როგორც ლამარკი ფიქრობდა. 2.ევოლუციის მასალაა მუტაცია 3.ბუნ ებრივი გადარჩევა შეგუებულობის,სახეობათა მრავალფეროვნების და ასევე ზესახეობრივი ტაქსონომების წარმოქმნის მიზეზია. 4.სახეობა-პოპულაციების სისტემაა 5.სახეობის წარმოქმნა ხდება რეპროდუქციული იზოლაციით (თავისუფალი შეჯვარება არ ხდება) უპირატესად გეოგრაფიული იზოლაციის პირობებში ბუნებრივი გადარჩევის წინაპირობებია: 1.არსებობისთვის ბრძოლა 2.გენეტიკური ნაირგვარობა ანუ მუტაციები 3.გამრავლების პროგრესია არსებობისათვის ბრძოლის ფორმებია: 1.შიდასახეობრივი-ერთი სახეობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს.ის არსებობისათვის ბრძოლებს შორის ყველაზე მძაფრია