ევოლუცია
ევოლუცია-ნიშნავს ცვლილებას მარტივიდან რთულისაკენ გარდაქმნას.ცოცხალი სამყაროს
ცვლილებისა და განვითარების ანუ ევოლუციის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.
კრეაციონიზმი-ამ მოსაზრების მიხედვით ბუნების მრავალფეროვნება ღმერთმა შექმნა და
დღეს ბუნებაში იმდენივე სახეობაა რამდენსაც ღმერთმა მისცა დასაბამი.ამ მოსაზრებას ლინეც
იზიარებდა.კარლ ლინემ მოგვცა პირველი კლასიფიკაცია (ანუ ტაქსონომიური ერთეული)
სახეობა-გვარი-რიგი-კლასი
თანამედროვე კლასიფიკაცია კი ასეთია:
სახეობა-გვარი-ოჯახი-რიგი-კლასი-ტიპი-სამეფო
ლამარკის მოსაზრებით ევოლუციის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა ყოველი ცოცხალის
სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.მაგ:ჟირაფმა კისერი დაიგრძელა ვარჯიშის შედეგად რათა ხიდან
მიეღო საკვები.ლამარკმა შინაგან სწრაფვას სრულყოფილებისაკენ გრადაცია უწოდა.ლამარკის
დამსახურება ბიოლოგიური მეცნიერების წინაშე გამოიხატება იმაში ,რომ მან;
1.ჩამოაყალიბა პირველი ევოლუციური თეორია
2.აღიარა ნათესაობა სახეობებს შორის
3.ცხოველები დაყო ხერხემლიანებად და უხერხემლოებად
4.ივარაუდა რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა
5.მეცნიერებაში შემოიტანა ტერმინები ბიოლოგია და ბიოსფერო