PINK Winter, 2014 - #2 | Page 35

სილამაზე Clarins Beauty Flash Balm გწყურია? დალიე ავიწროვებს ფორებს, ატენიანებს კანს და სახე უფრო დასვენებული და მოვლილი ჩანს. შეგიძლია წაისვა როგორც სახის კრემი, ან გამოიყენო როგორც 10წუთიანი გამოსაცოცხლებელი ნიღაბი: წაისვა სქელი ფენა სახეზე და ყელზე და 10 წუთით დაიტოვო. სასმელი დეჰიდრატაციას იწვევს, ბალანსის აღსადგენად წყალი აუცილებლად უნდა მიიღო. ცოტა ლიმონით, ან მის გარეშე. ნატურალური წვენები და ცხიმგამოცლილი რძეც ძალიან სასარგებლოა ნაბახუსევზე. (თუმცა ზოგი ადამიანი პიკულის წვენსაც უწევს რეკომენდაციას). ამ შემთხვევაში მთავარია სითხე და მინერალები მიიღო, რაც მასშია. რა სახით, ეს უკვე შენ უნდა გადაწყვიტო. გაგონებაც არ გინდა და ამ სავარძლიდან ვერავითარი ძალა ვერ აგწევს? არადა ვარჯიში, ან უბრალოდ ჩქარი სიარულიც კი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას, აუმჯობესებს განწყობას და ენერგიით გავსებს. სცადე, იქნებ მოგეწონოს. Hangover Essential Oil Rollerball ამაზონზე ილის, ნემსიწვერას, ლავანდას და ღვიის არომატული ზეთების ნარევი იყიდება, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას და ამცირების გულისრევას. შედეგად, ნაბახუსევი ვეღარ შეგაშინებს. მბზინავი აქცენტები თვალის კუთეებში თეთრი მბზინავი ფანქარი ან თვალის ჩრდილი გამოხედვას და შესაბამისად, მთლიან სახეს აცოცხლებს. ტუ `