PINK Winter, 2014 - #2 | Page 36

სილამაზე ხაჭოს დღიური ნორმა 400-500 გრამია. გაყავით ის ულუფებად. შეგიძლია, დაამატო ცოტა ხილი, ბოსტნეული, თაფლი და საღამოს 1 ჭიქა კეფირიც მიირთვა. შეგიძლია 500 გრამი ხაჭო 5 ულუფად გაყო და 1 ჭიქა კეფირთან ერთად მიირთვა. ─ თამრი ხეიძე აუცილებლად დალიე მინიმუმ 2.5ლ წყალი. ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის, დიაბეტი ტიპი 1-ს, ღვიძლისა და თირკმელის პრობელების მქონეთათვის განტვირთვის დღეები რეკომენდირებული არაა! ამ დღეს არაა სასურველი შარდმდენი, დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება. განტვირთვის დღეებს შეუთავსე მასაჟი, საუნა, აუზზე ვიზიტი. უმჯობესია, თუ ამ დღეს ბევრი საქმე გექნება, რომ ყურადღება რაიმეზე გადაიტანო. განტვირთვის დღის მეორე დღეს ძალიან ნუ გადატვირთავ მომნელებელ სისტემას, უარი თქვი ჩაიზე. განტვირთვის დღეები კვირაში ერთხელ ან ორჯერ შეგიძლია, მოაწყო. არსებობს რამდენიმე მეთოდი, არჩევანი კი შენზეა. 36 კეფირის დღე ბევრს უყვარს ეფექტურობისა და სარგებლიანობის გამო. 1 ან 1.5 ლ კეფირი 5 ან 6 ულუფად დაყავი და მიიღე დღის განმავლობაში. იმის გამო, რომ კეფირი მჟავა პროდუქტია და თანაც სითხე, შეგიძლია წყალი ნახევარ ლიტრამდეც შეამცირო (უმჯობესია, თუ მინერალურს მიიღებ). დაგჭირდება 1.5 კგ ახალი კიტრი და წყალი. გაყავით ბოსტნეული 5 ან 6 ულუფაზე. კიტრის დღე ძალიან ეფექტურია, მაგრამ დაბალი კალორიულობის გამო უმჯობესია, თუ ამ დღეს სახლში, ფიზიკური დატვირთვის გარეშე გაატარებ. ამ რაციონში ძალიან დაბალი კალორიულობის გამო 2 კვერცხიცაა დაშვებული. ამ დღეს მხოლოდ ვაშლით და წყლით უნდა დაკმაყოფილდე. 1.5 კგ ვაშლი რამდენიმე ულუფად გაყავი. უმჯობესია, თუ ვაშლს გამომცხვარი სახით მიიღებ პექტინის გაზრდილი შემცველობის გამო. PINK | ზამთარი 2014