სილამაზე
─ მაიკო ლუხუმაიძე
ყინულის კუბიკები ყველაზე კარგი გამოსავალია,
განსაკუთრებით, კიტრის გაყინული წვენი. თუ
კუბიკები არ გაქვს, ჩაის ერთჯერადი პაკეტები
დასველე, 15 წუთით შედე საყინულეში და შემდეგ
„წაისვი“ თვალის ქუთუთოებზე ნაზი მოძრაობით.
არავითარ შემთხვევაში არ გაიჩერო დიდხანს.
იგივე ეფექტი აქვს კიტრის ნაჭრებსაც.
Garnier Skin Renew Anti-Puff Eye Roller
წაისვი ბურთულის გამოყენებით, ნაზი
მოძრაობებით. ამცირებს შეშუპებას და ებრძვის
თვალის ჩაშავებულ უპეებს. შეგიძლია წაისვა
დილა-საღამოს, მეტი ეფექტისთვის.
34
ალბათ ძალიან დაგეზარა
მაკიაჟის მოშორება და ისე
დაიძინე? უბრალო გელის
მაგიერ სკრაბი გამოიყენე.
სკრაბი მაკიაჟს უკეთ
მოაშორებს, გახსნის ფორებს
და კანი „ამოისუნთქებს“.
გრილი წყლით დაბანა კიდევ
უფრო უკეთ გამოგაფხიზლებს,
კანი სასიამოვნოდ
გავარდისფრდება და
გამოცოცხლდება.
თუ მგრძნობიარე კანი გაქვს,
ჯობია სკრაბს მოერიდო და
გელით დაიბანო.
PINK | ზამთარი 2014