სილამაზე
1. ან პური, ან ტკბილეული
წონის პირველი მტერი ნახშირწყლებია, მათი
წყარო კი - პური და ტკბილეული. თუ
საკონდიტრო ნაწარმის მირთმევას აპირებ,
უჯობესია, რაღაც დათმო. ასე რომ, ან პური
ჭამე და ტკბილეულს მოერიდე, ან პირიქით.
სასუსნავები კი შეგიძლია, ხილით ჩაანაცვლო.
2. მოერიდე ცხიმიან საკვებს
ცილოვანი საკვები არ გაგასუქებს, თუ მას
სწორად შეარჩევ. მიირთვი თევზი, საქონლის
ხორცი, ქათმის თეთრი ხორცი კანის გარეშე.
მოერიდე ღორის ხორცს.
3. ისწავლე საკვების დოზირება
შეეცადე ჭამო იმდენი, რამდენიც გჭირდება და
არა იმდენი, რამდენიც მადას სურს!
4. დალიე წყალი!
არც ალკოჰოლი, არც გაზიანი სასმელი.
დალიე 2 ლ წყალი დღეში და დაეხმარე შენს
მეტაბოლიზმს ახალი წლის გადატანაში!
5. არ ჭამო ღამით
მეგობრებთან ერთად გართობა კარგია,
მაგრამ არა საღამოს 8 ან 9 საათის შემდეგ.
ეცადე, ღამით არ ჭამო და ხილით
შემოიფარგლო.
6. მიირთვი სუფთა შავი
შოკოლადი
ხშირად შოკოლადი იმდენად კალორიული
არაა რამდენადაც მისი დანამატები.
ამიტომაც შენთვის ცალკე შეარჩიე მწარე
შავი შოკოლადი, რომელიც თხილის,
რძისა და ზედმეტი შაქრის გარეშე იქნება
დამზადებული.
7. მოერიდე მლაშე საკვებს
ხშირად მარილიანი საკვების მოცულობა
გვატყუებს, არადა მარილიანი სასუსნავები
და საჭმელი საკმაოდ კალორიულია,
თანაც საკმაო ოდენობის წყალსაც აკავებს
ორგანიზმში. ამიტომაც ეცადე, მარილის
დღიურ დოზას ძალიან არ გადააჭარბო.
8. გაითვალისწინე
ალკოჰოლის კალორიულობა!
არ მოგატყუოს იმ მითმა, რომ ალკოჰოლი
და, მით უმეტეს, არაყი კალორიული არაა.
ასე გამოიყურება ალკოჰოლის
კალორიულობა.
9. მოაწყვე განტვირთვის
დღეები
განტვირთვის დღეები საახალწლო
აურზაურის შემდეგ აუცილებლად
დაგეხმარება წონის დაკლებაში და
ორგანიზმის განტვირთვაში.
PINK | ზამთარი 2014
33