FC Torpedo Kutaisi 11.08.2018 - პირველი პუბლიკაცია | Page 8
პირველი მატჩი 9 აგვისტოს
თბილისში, მიხეილ მესხის
სახელობის სტადიონზე
გაიმართა და “ტორპედომ”
ანგარიშით 5:2 იმარჯვა.
ანგარიში ჩვენმა
ფეხბურთელებმა სწრაფად
გახსნეს: შეხვედრის მესამე
წუთზე, ლაზარ მარინის პასის
შემდეგ ანგარიში გიორგი
კუხიანიძემ გახსნა. 12 წუთში,
კუხიანიძემ დუბლი გააფორმა
- ამჯერად, გიორგი ქიმაძემ
უპასა.
22-ე წუთზე ალბანელებმა
სხვაობა შეამცირეს, რასაც ტორპედოელებმა 6 წუთში კიდევ ერთი
გატანილი გოლით უპასუხეს: 28-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ ლაზარ
მარინს “ვალი დაუბრუნა”, მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამ
უკანასკნელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია - 3:1!
პირველი ტაიმი ამით არ დასრულებულა... 31-ე წუთზე გრიგოლ
დოლიძემ კუთხური ჩამოაწოდა, ალბანელებმა საჯარიმოდან ბურთი
კი გამოიტანეს, მაგრამ ის გიორგი ქიმაძეს მიუვიდა, რომელმაც
ულამაზესი შორეული დარტყმით თავისი გუნდის უპირატესობა
სამამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა.
განსაკუთრებით,
აღსანიშნავია მილოშ
ლაჩნის მომენტი,
რომელმაც რამდენიმე
მეტრიდან ბურთი ხარიხას
მოარტყა... 67-ე წუთზე
“ტორპედოს” მთავარმა
მწვრთნელმა კახა
ჩხეტიანმა მილოშ ლაჩნი
თორნიკე კაპანაძით
შეცვალა. ცვლილებამ
გაამართლა: 86-ე წუთზე
თორნიკე კაპანაძე
შესანიშნავი მოძრაობით
4 მცველს გასცდა,
მეკარესთან პირისპირ გავიდა და... 5:1!
ამ გოლიდან ორ წუთში “ტორპედოს” კარში პენალტი დაინიშნა,
რომელიც ალბანელებმა ზუსტად დაარტყეს... საბოლოოდ, 5:2 და
განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც ალბანეთში 16 აგვისტოს
გაიმართება, “ტორპედომ” სოლიდური უპირატესობა შეიქმნა.