FC Torpedo Kutaisi 11.08.2018 - პირველი პუბლიკაცია | Page 7
ერთი ნაბიჯი ევროპალიგის
პლეი-ოფამდე
15-წლიანი პაუზის შემდეგ
ქუთაისის “ტორპედო”
ჩემპიონთა ლიგაზე
დაბრუნდა. წილისყრის
შედეგად, გაირკვა, რომ
“ტორპედოს” პირველი
მეტოქე მოლდოვის ჩემპიონი
“შერიფი” იქნებოდა.
პირველი შეხვედრა
ქუთაისში, რამაზ შენგელიას
სახელობის სტადიონზე
გაიმართა და “ტორპედოს”
გამარჯვებით, 2:1
დასრულდა. აღსანიშნავია,
რომ ტორპედოელები
აღნიშნულ შეხვედრაში
მარცხდებოდნენ, მაგრამ
გიორგი ქიმაძისა და გიორგი
კუხიანიძის (პენ.) გოლებით მოახერხეს თამაშის შემოტრიალება.
სამწუხაროდ, ტირასპოლში “ტორპედო” 0:3 დამარცხდა და ჩემპიონთა
ლიგას გამოეთიშა, თუმცა
უეფას ახალი წესის
მიხედვით, გუნდი
ევროპალიგის მეორე
საკვალიფიკაციო ეტაპზე
გავიდა, სადაც ფარერების
ჩემპიონი, “ვიკინგური”
ელოდა.
ორი მატჩის ჯამში,
“ტორპედო” “ვიკინგურს”
მარტივად გაუმკლავდა:
ორივე მატჩი მოუგო
(3:0, 4:0) და მესამე
საკვალიფიკაციო ეტაპზე
გავიდა. აქ კი ალბანური
“კუკესია”...