ევოლუცია ევოლუცია | Page 12

ევოლუციის ძირითადი მიმართულებები 1.აროგენეზი ანუ არომორფოზი-ორგანიზაციის დონის ამაღლებაა,რომელსაც თან ახლავს ახალი კლასის,ტიპის წარმოქმნა.მაგ:ორსაკნიანი გულიდან სამსაკნიანი გულის და შემდეგ 4 საკნიანი გულის წარმოქმნა.არომორფოზია რასაც თან ახლდა თევზების ამფიბიების,ქვეწარმავლების,ძუძმწოვრების კლასის წარმოქმნას.აროგენეზის მაგალითებია;მცენარეებში გამტარი ქსოვილების ფოტოსინთეზის პროცესის თესლისა და ნაყოფის წარმოქმნის და ასევე ყვავილის წარმოქმნა.ძუძუმწოვრებში ბალნიანი საფარველი,საშვილოსნოს განვითარება,ცოცხალმშობიარობა,ნაშიერის რძით გამოკვება,სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება,ფილტვებით სისხლის მიმოქცევის და თავის ტვინის განვითარება 2.ალოგენეზი ანუ იდიოადაპტაცია-მცირე ევოლუციური ცვლილებები,რომელიც ხელს უწყობს კონკრეტულ გარემო პირობებთან ვიწრო შეგუებულობას არ ხდება ორგანიზაციის დონის გართულება და ცხოველქმედების ინტენსივობის ზრდა.ალოგენეზს თან ახლავს სახეობების,გვარების,ოჯახების წარმოქმნა ალოგენეზის მაგალითებია:კვების თავისებურებებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის პირის აპარატების და ფრინველებში სხვადასხვა ფორმის ნისკარტის განვითარება.დამტვერვის შეგუებულობების წარმოქმნა ნაყოფისა და თესლების გავრცელების,ასევე აორთქლების შეგუებულობის წარმოქმნა.