მიკროევოლუციის ფაქტორები
მიკროევოლუცია შიდასახეობრივი ევოლუციაა. მიკროევოლუციურ ფაქტორებს მიეკუთვნება:
1. მუტაციები-სპონტანურად წარმოიქმნება ის შეიძლება იყოს სასარგებლო, ნეიტრალური და საზიანო. მუტაციების უმრავლესობა რეცესიულია და ფენოტიპურად მანამ არ ვლინდება, სანამ პოპულაციაში ერთნაირი მუტაციის მქონდე ინდივიდები არ დაგროვდება. მუტაციები ზრდის პოპულაციების მრავალფეროვნებას, რადგან მუტაცია სპონტანურია, მას არავითარი მიმართულება არ აქვს. 2. პოპულაციური ტალღები-პოპულაციაში ინდივიდთა რიცხვის ცვლა. 3. გენთა დრეიფი-შემთხვევითი არამიმართული ცვლილება პოპულაციის ან სახეობის შიგნით, მაგ: შემთხვევითი მოვლენის მიწისძვრის, ხანძრის შედეგად განადგურდებიან, როგორც დომინანტური ისე რეცესიული ნიშანთვისებების მქონე ინდივიდები.
4. გენთა ნაკადი-გულისხმობს რომ პოპულაციებს შორის მოხდება გენთა ცვლა. 5. იზოლაცია-ახალი სახეობის წარმოქმნას იწვევს ბიოლოგიური ანუ რეპროდუქციული იზოლაცია( ანუ სახეობის შიგნით ინდივიდებს შორი აღარ ხდება შეჯვარება) ბიოლოგიური იზოლაცია შეიძება გამოწვეული იყოს გეოგრაფიული ან ეკოლოგიური იზოლაციით.