PINK Winter, 2014 - #2 | страница 7

წერილები - თამუნა, 24 წლის “ყოველთვის მჯეროდა, რომ ცხოვრებას ყველაფერი კარგი მოაქვს, რომ ყველაფერი, რაც ხდება უკეთესობისთვისაა. გველის წელი ჩემი წელი იყო. ვიცოდი, სხვა წლებისგან გამორჩეული იქნებოდა და რაღაც ძალიან მაგარი მოხდებოდა. ახალი წელი რომ დგებოდა, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან სიახლეს ვგეგმავდი. ვფიქრობდით, რომ 6 წლიან სიყვარულს ქორწინებით დავაგვირგვინებდით, მაგრამ ეს როგორ მოხდებოდა არ ვიცოდით, რადგან არ გვქონდა სახლი. საკუთარ სახლზე ვერც ვიოცნებებდი. ვფიქრობდით პრობლემის გადაჭრის გზებზე, “იქნებ ვიგირაოთ, ამას მაინც გავწვდეთ”... მერე რაღაც ვნახეთ და იმედი გვქონდა, რომ ვიყიდიდით. არ გამოვიდა. ძალიან მეწყინა, მაგრამ გამახსენდა ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზი "ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება" და ისევ გავიღიმე ბედნიერად, უკეთესის მოლოდინით. არ გაუვლია რამდენიმე თვეს, რომ ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი და აუხდენელი ოცნება ახდა. სახლი მიყიდეს! ვიყიდეთ ყველა ნივთი, წვრილმანი თუ მსხვილმანი. გვქონდა ნიშნობა. მალე დავამთავრებთ რემონტს და 2014 წელს სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყება ჩემთვის. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იმედი არ უნდა დაკარგო. არასდროს იცი, ცხოვრებას ხვალ რა მოაქვს შენთვის. 2014 წელს დიდი იმედებით და ცვლილებებით ველი. გისურვებთ ყველას აგიხდეთ ისეთი თქვენთვის წარმოუდგენელი ოცნებები, როგორიც ჩემთვის ჩემი სახლი იყო.” PINK | ზამთარი 2014 7