PINK Winter, 2014 - #2 | 页面 6

წერილები “13 რიცხვში ვარ დაბადებული და ეს რიცხვი განსაკუთრებულად მიყვარს. შესაბამისად, ვიცოდი, რომ 2013 წელი ჩემთვის ნაყოფიერი წელი იქნებოდა. წელს გამორჩეულად ბევრი ვიმოგზაურე და ის ადგილები მოვინახულე, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა მენახა. სამსახურში არ დავწინაურებულვარ, მაგრამ ერთ ახალ პროექტს მოვკიდე ხელი. პირადი ურთიერთობებიც ზუსტად ისეა, როგორც მინდოდა, მარტივი და ზედმეტი ვალდებულებების გარეშე. იმედი მაქვს 2014 წელი ამაზე ბევრად უკეთესი და თავგადასავლებით სავსე იქნება.” — ბაია, 26 წლის “წელს ყველაზე კარგი წელი მქონდა: 1. ვიპოვე love of my life; 2. გადავედი ცალკე საცხოვრებლად; 3. მომემატა ხელფასი.” ─ მანანა, 22 წლის 6 PINK | ზამთარი 2014