PINK Winter, 2014 - #2 | Page 22

სტილი ─ ნინო ყურაშვილი ახალი წელი საუკეთესო მიზეზია ყველაზე ნათელი და კაშკაშა ნივთების მოსარგებად. თამამად შეგიძლია უპირატესობა ოქროსფერს და ვერცხლისფერს მიანიჭო და თამამი სამკაულები და აქსესუარები მოირგო. ასევე ტენდენციურად რჩება შავი, თეთრი, წითელი და მათი კომბინაციები. რამდენიმე წელია დიზაინერები საახალწლო სამოსის შექმნისას მომავალი წლის ჰოროსკოპით ხელმძღვანელობენ. შესაბამისად წელს მოდური ფერებია ლურჯი, მწვანე და ყველა მათთან მონათესავე ფერი: ფირუზისფერი, ცისფერი, იასამნისფერი, ღია-ნაცრისფერი. საგანგებოდ უნდა ავღნიშნოთ ულამაზესი ნაქარგი კაბები, დახვეწილი და ორიგინალური ორნამენტი ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს. წლევანდელი ზამთრის გამოსასვლელი კაბები ერთდროულად დახვეწილი და გლამურულია. ამ ეფექტს წულისა და ორგანზის სიჭარბე ქმნის. ასევე ამ სეზონზე დიზაინერები გასაფორმებლად ბუმბულებს, პლისირებას, კილიტებს („ბლიოსტკებს―) და ბეწვს იყენებენ. ეს არჩევანს საკმაოდ აფართოვებს. საახალწლო საღამო "ჰოლივუდის" სტილში ფანტაზიის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. გრძელი, კოჭამდე კაბა, ღრმა ჭრილი, მოშიშვლებული მხრები ლამაზი დეკოლტეთი ან ღია ზურგი, შიფონი ან ხავერდი და არანაირი შეზღუდვა. 22 PINK | ზამთარი 2014