PINK Winter, 2014 - #2 | Page 21

სტილი საფინალო შტრიხებია: ქუდი (ან შლემი თუ ყინულზე ან საშიშ პირობებში სრიალებ) შეარჩიე თბილი ქუდი უბრალო გასეირნებისთვისაც კი, რადგან სხეულის სითბოს 90% თავიდან იკარგება. სათვალე აუცილებელი ატრიბუტია თვალების მზის სხივების და ქარისგან დასაცავად, 100% UVA და UVB დაცვით. მუქი სათვალე 100% UV-ის გარეშე უარესია, ვიდრე საერთოდ უსათვალობა. მოთხილამურეები სათვალისთვის ხშირად მოყვითალო ან მოწითალო ფერის შუშას არჩევენ, რადგან ეს ფერები მზესთან კარგ კონტრასტს ქმნიან. ხელთათმანი აუცილებელი აქსესუარია. თბილი, წყალგაუმტარი ხელთათმანი დაგიცავს ხელის მოყინვისგან. უმჯობესია უთითო, ერთიანი ხელთათმანი, რათა თითებმა გაათბონ ერთმანეთი. შარფი ან გატორი (მილის მსგავსი მატერია, რომელსაც იცვამენ ყელზე და იფარავენ პირს განსაკუთრებით ცივ პირობებში). აუცილებელი არაა მაგრამ სასურველია. ტუჩის ბალზამი და მზის დამცავი კრემი სასურველია მზისგან დაცვის ფაქტორი SPF 15 და მეტი იყოს. ზედმეტად გარუჯვა და კანის დამწვრობის მიღება მოღრუბლულ ამინდშიც შესაძლებელია. PINK | ზამთარი 2014 ჩაიცვი თბილად, მაგრამ ნუ გადაამეტებ. მცირე რაოდენობის ტანსაცმელი მოყინვის მიზეზი გახდება, ზედმეტად ბევრი კი გადახურების საშიშროებს შექმნის. 21