FC Torpedo Kutaisi 11.08.2018 - პირველი პუბლიკაცია | Page 4

სამი ლეგიონერის შემდეგ,“ ტორპედოში” სამი ქართველი ახალწვეულიც ჩნდება. სამივე“ რუსთავიდან”: ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე, მარჯვენა მცველი ლევან გეგეჭკორი და ნახევარმცველი მათე ცინცაძე.
მამუკა კობახიძე ჩვენს კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს აფორმებს, ლევან გეგეჭკორთან და მათე ცინცაძესთან კი, რომელიც“ ტორპედოში” ადრეც თამაშობდა, 2-2-წლიანი
ტრანსფერები არც ამით სრულდება.“ ტორპედოს” შემადგენლობას
27 წლის სენეგალელი ნახევარმცველი, არფანგ დაფე ემატება. სენეგალელი“ ტორპედოსთან” 1-წლიან კონტრაქტს აფორმებს. დაფესთვის საქართველო უცხო არ არის. მან გასულ წელს ფოთის“ კოლხეთის” შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კარიერა ირანში, კერძოდ“ პაიკანში” გააგრძელა.
გასაძლიერებელი შეტევის ხაზიღა რჩება. ამისთვის კი კლუბის ხელმძღვანელობას გუნდში 30 წლის გამოცდილი სლოვაკი ფორვარდი, მილოშ ლაჩნი მოჰყავს, რომელთანაც 1-წლიანი კონტრაქტი ფორმდება. მილოშ ლაჩნის ბოლო კლუბი სლოვაკური“ ჟილინაა”. მანამდე ის ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიც“ რუზომბეროკი”( სლოვაკეთი),“ შლიონსკი”( პოლონეთი),“ გროდნო”( ბელორუსი),“ დანდი იუნაიტედი”( შოტლანდია) და პრაღის“ სპარტა”( ჩეხეთი) არიან.
რაც შეეხება ბოლო ახალწვეულს, ეს 18 წლის სურინამელი ფორვარდი, გლეოფილო ვლიტერია. საფეხბურთო კარიერა ვლიტერმა სურინამის უმაღლეს ლიგაში დაიწყო. 2015 წელს ის პირველად გაემგზავრა ევროპაში. ვლიტერმა თავისი ქვეყნის 15 და 16-წლამდელთა გუნდებში ითამაშა. საფრანგეთში გამართულ ტურნირში, სადაც ვლიტერი სურინამის 15-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ის ტურნირის აღმოჩენად დაასახელეს.