FC Torpedo Kutaisi 11.08.2018 - პირველი პუბლიკაცია | Page 3

2018 წლის იანვარში ასეც ხდება: ძირითადი ბირთვის შენარჩუნება ხერხდება და გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც მოდის, თუმცა... ეროვნული ლიგის ორი წრის შემდეგ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, ევროტურნირებიც ახლოვდება და დროული ცვლილებები აუცილებლობა ხდება.
ფეხბურთელთა მოსვლამდე წასვლებია... გუნდს გიორგი გურული, თორნიკე გრიგალაშვილი, ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე, ჯაბა ლიპარტია, ევგენი ბოხაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი ტოვებენ. მოგვიანებით, წამსვლელთა სიას ბექა ტუღუშიც ემატება.
ევროტურნირების წინ, ამ ფეხბურთელების პოზიციები შესავსები ხდება და...“ ტორპედოს” პირველი ახალწვეული სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰლინკაა, რომელიც კლუბთან 1,5-წლიან კონტრაქტს აფორმებს. ჰლინკა“ ტორპედოში” ოსტრავის“ ბანიკიდან” მოდის, რომელიც ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. კარიერის განმავლობაში, მას“ ბანსკა ბისტრიცაში”( სლოვაკეთი),“ პოდბრეზოვაში”( სლოვაკეთი), პრაღის“ დუკლაში”( ჩეხეთი), ტრნავის“ სპარტაკსა”( სლოვაკეთი) და“ სკალიცაში”( სლოვაკეთი) უთამაშია, ოსტრავის“ ბანიკში” კი 2016 წლიდან გამოდიოდა. 2017-18 წლების სეზონში ჰლინკამ“ ბანიკის” მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, აქედან 25 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 2 გოლი გაიტანა, რომლიდანაც ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა: ბოლო ტურში“ ბანიკი” შინ“ ბროიოვკას” მასპინძლობდა და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.“ ბანიკმა” ის მატჩი 2:0 მოიგო, მეორე გოლი კი საჯარიმო დარტყმით სწორედ ჰლინკამ გაიტანა და მის ყოფილ კლუბს ჩემპიონატში ადგილი შეუნარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ჰლინკა სლოვაკეთის 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.
ჰლინკას შემდეგ,“ ბანიკიდან”“ ტორპედო” კიდევ ერთ ფეხბურთელს, ამჯერად უკრაინელ ცენტრალურ მცველ, ოლექსანდრ აზაცკის იმატებს: 6-თვიანი იჯარით, გამოსყიდვის უფლებით! კარიერის განმავლობაში 24 წლის მცველს უკრაინულ“ მეტალისტში”, კიევის“ დინამოში” და“ ჩერნომორეცში” უთამაშია, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, დავით ხოჭოლავას მეწყვილე იყო.
“ ტორპედოში” კონტრაქტს 2019 წლის აპრილის ბოლომდე აფორმებს ბულგარელი მცველი ლაზარ მარინიც. 24 წლის მცველს თავისი კარიერა ბულგარეთში აქვს გატარებული. ითამაშა ბულგარეთის უმაღლესლიგელ კლუბებში:“ ბოტევ პლოვდივი”,“ რაკოვსკი”,“ ცსკა სოფია”... 2016-17 წლების სეზონში მარინმა ბულგარეთის თასი მოიგო, 2017-18 წლების სეზონში კი- ქვეყნის სუპერთასი.