მიტოზი და მეიოზი
მიტოზი და მეიოზი გამრავლების სახეებია. მიტოზი დამახასიათებელია სომატური
უჯრედებისათვის. ხოლო მეიოზი სასქესო უჯრედებისათვს. მიტოზის დროს დედისეული
უჯრედიდან იმავე რაოდენობის გენეტიკური ინფორმაციის მქონე უჯრედებს მივიღებთ, ხოლო
მეიოზის დროს მივიღებთ უჯრედებს ე.წ. გამეტებს, რომელი შიეცავს განახევრებულ ინფორმაციას.
ამრიგად, მიტოზის შედეგად მივიღებთ უჯრედებს , რომლებშიც ინფორმაცია ისევ 2n-
ია. ხოლო მეიოზის დროს მივიღებთ უჯრედებს, სადაც ინფორმაცია n.
დიპლოიდურია უჯრედი, რომელიც შეიცავს მთლიან ინფორმაციას ანუ 2n.
ჰაპლოიდურია უჯრედი, რომელიც შეიცავს განახევრებულ ინფორმაციას ანუ n. (მაგ.
გამეტები, ე.წ. სასქესო უჯრედები)
მიტოზი
პროცესთა ერთობლიობას, რომელიც მიმდინარეობს გაყოფიდან გაყოფამდე უჯრედულ
ციკლს უწოდება.
უჯრედული ციკლი მოიცავს: ინტერფაზას + მიტოზი.
მიტოზი – 1 . (ბერძნ. mitos – ძაფი), კარიოკინეზი (კარიო… და ბერძნ. kinesis – მოძრაობა), უჯრედის
არაპირდაპირი გაყოფა, უჯრედის გაყოფის რთული და სრულყოფილი პროცესი, რის შედეგადაც
მემკვიდრეობითი მასალა ზუსტად თანაბრად ნაწილდება შვილეულ უჯრედებში და
უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა უჯრედის გენეტიკურ იდენტურობას. მიტოზით ხდება
გენეტიკური მასალის გაორმაგება, ქრომოსომების გასწვრივი გაორება და მათი ყოველი წყვილიდან
თითო ცალის თითოეულ შვილეულ უჯრედში გადაცემა, რაც უზრუნველყოფს ყველა უჯრედში
ქრომოსომების ორმაგი რაოდენობის, ე. წ. დიპლოიდურობის (2n) შენარჩუნებას.
მიტოზის ბიოლოგიური როლი:
ერთი დედისეული უჯრედიდან მიიღება ორი შვილეული უჯრედი. ამ უჯრედს
ქრომოსომების იგივე რაოდენობა აქვს რაც დედისეული უჯრედს, რაც განაპირობებს იმას,
რომ შვილეული უჯრედები დედისეული უჯრედების მსგავსია.