მიტოზი & მეიოზი | Page 2

მიტოზი აღმოაჩინეს XIX ს. 70 – იან წლებში. მისი არსი გამოარკვიეს და დაწვრილებით შეისწავლეს ე. სტრასბურგერმა( მცენარეულ უჯრედში) და ვ. ფლემინგმა( ცხოველურ უჯრედში). სახელწოდება” მიტოზი” ეკუთვნის ვ. ფლემინგს,” კარიოკინეზი” – ვ. შლაიხერს. მიტოზის დეტალების სრულად შესწავლა მხოლოდ ჩვენს დროში გახდა შესაძლებელი. მიტოზისთვის მზადება იწყება წინა გაყოფისთანავე, როცა ახალი უჯრედი ინტერმიტოზულ მდგომარეობაშია( ინტერფაზა). ამიტომაც ინტერფაზა და თვით მიტოზი შეადგენს ერთიან პროცესს – ე. წ. მიტოზურ ციკლს.
ინტერფაზაში მყოფი ქრომოსომები არიან დეკონდენსირებულნი და ძაფისებური სტრუქტურებითაა წარმოდგენილი, ამიტომ ასეთ ქრომოსომებს ქრომატინი ეწოდება. ანუ ინტერფაზაში გვხვდება ძაფისებური ქრომატინი.
ინტერფაზა მოიცავს G1, S, G2 ფაზებს. S ფაზაში ხდება დნმ-ის გაორმაგება ანუ დნმ-ის რეპლიკაცია. ინტერფაზას მოსდევს მიტოზი.
მიტოზი შედგება: 1. პროფაზა 2. მეტაფაზა 3. ანაფაზა 4. ტელოფაზა
პროფაზაში თითოეული ქრომოსომა სპირალურად იხვევა, მოკლდება, მსხვილდება და მკაფიოდ შესამჩნევი ხდება, ანუ კონდესირდება. ირღვევა და ქრება ბირთვის გარსი( კარიოლემა); ციტოპლაზმაში წარმოიქმნება ე. წ. მიტოზური აპარატი: ცენტრიოლები განეწყობა უჯრედის მოპირდაპირე პოლუსებთან, მათ შორის წარმოიქმნება სპეც. კუმშვადი ძაფები რომლებიც ე. წ. მიტოზურ თითისტარს ქმნიან.
მეტაფაზაში ქრომოსომები განლაგდება უჯრედის ეკვატორულ სიბრტყეში და თითოეულ მათგანს ემაგრება მიტოზური თითისტარის ძაფი; ყოველ ქრომოსომას უკვე ემჩნევა ორმაგობა( 2 ქრომატიდისაგან შედგენილობა).
ანაფაზაში ყოველი ქრომოსომის ნახევარი( ქრომატიდი) სცილდება მეორეს და დამოუკიდებელ ქრომოსომად იქცევა; ისინი შორდებიან უჯრედის ეკვატორულ სიბრტყეს და მიემართებიან მოპირისპირე პოლუსებისაკენ, რის გამოც უჯრედის თითოეულ ნახევარში აღმოჩნდება ზუსტად იდენტური მემკვიდრეობითი ნივთიერება, წარმოდგენილი ქრომოსომების დიპლოიდური კომპლექტით( 2n). ანაფაზის ბოლოს ქრომოსომები დესპირალიზაციას იწყებს, გრძელდება, წვრილდება და ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
ტელოფაზაში საბოლოოდ დესპირალიზებული ქრომოსომები უჯრედის ორსავე ნახევარში წარმოქმის თითო გორგალს, რომელთაც უჩნდებათ გარსი და თითოეული მათგანი იქცევა ბირთვად; ქრება მიტოზური აპარატი; უჯრედის ეკვატორთან ჩნდება