ჟურნალი ნუსი პირველი გამოცემა-2014 | Page 23

იცით თუ არა, რომ...  ... კოკა-კოლა თავიდან იყო მწვანე.  ... ჰავაური ანბანი შედგება, მხოლოდ და მხოლოდ, 12 ასოსგან.  ... ანტარქტიკა – ერთადერთი კონტინენტი სადაც არ არსებობენ რეპტილიები და გველები.  ... პოლარული დათვები ცაციები არიან.  ... მარკ ტვენს არ დაუმთავრებია საშუალო სკოლა.  ... ჩვენი თვალები დაბადებიდან მოყოლებული ერთი ზომისაა, ხოლო ცხვირი და ყურები - სიცოცხლის ბოლომდე იზრდება.  ... ცხელი წყალი უფრო მძიმეა, ვიდრე ცივი.  ... იაპონიაში გამოიყვანეს ოთხკუთხედი საზამთროები, მეტი პრაქტიკულობისთვის.  ... ნაყინი უფრო ცოტას იწონის, ვიდრე რძე.  ... ისევე როგორც თითის ანაბეჭდი, ყველა ადამიანის ენის ანაბეჭდიც უნიკალურია.  ... იხვის ყიყინს არ აქვს ექო და არავინ იცის, რატომ.  ... პეპლები გემოს გრძნობენ ფეხებით.  ... ძროხას შეუძლია კიბეზე ასვლა, მაგრამ არ შეუძლია ჩამოსვლა.  ... ქალები თვალს დაახლოებით ორჯერ უფრო მეტჯერ ახამხამებენ ვიდრე - კაცები.  ... ინდიანას უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა იძირება რამდენიმე სანტიმეტრით ყოველწლიურად, რადგან როდესაც იგი ააგეს, ინჟინრებმა არ გაითვალისწინეს იმ წიგნების წონა, რომლებიც ბიბლიოთეკაშია განთავსებული.  ... ნიანგს ენის გამოყოფა არ შეუძლია.  ... სიგარეტის სანთებელა უფრო ადრე იყო გამოგონებული ვიდრე ასანთი.  ... მიუხედავად კუზისა, აქლემის ხერხემალი სწორია.  ... სპილო არის ერთადერთი ცხოველი, რომელსაც 4 მუხლი აქვს.  ... საშუალოდ, ქალის გული უფრო ხშირად ცემს, ვიდრე -კაცის. 21