გრიფირებულ სახელმძღვანელოებში გარკვეული თემატიკა არ იყო ფართოდ
განხილული. შეიქმნა ავტორთა ჯგუფი ჩემი ხელმძღვანელობით და დავიწყეთ
სახელმძღვანელოებზე მუშაობა. მოხარული ვარ, რომ, თქვენი მხრიდან, წიგნს
მოჰყვა დადებითი გამოხმაურება და აქტიურად იყენებთ სასწავლო პროცესში.
განსხვავდება თუ არა თქვენი თაობა ახლანდელი თაობისაგან?
- ვფიქრობ, ახლანდელი თაობა მეტად კომუნიკაბელურია და აზრის გამოხატვის
თავისუფლება მეტად აქვთ. მასწავლებელი და მოსწავლე დღეს თანამშრომლები
არიან. ჩემს დროს დიქტატურა იყო მასწავლებლის მხრიდან.
რჩევა თქვენგან ჩვენი თანატოლებისათვის:
იზრუნეთ განათლების მიღებაზე, ისწავლეთ მისი პრაქტიკულად გამოყენების
უნარი და იყავით ემპათიურები, აქტიურები, შრომისმოყვარეები, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქისათვის.
ესაუბრა: ქრისტინე მოგელაძე
15