პრეზენტაცია ჟინვალის საჯარო სკოლა ირმა ღანიაშვილი Apr. 2015 | Page 17

5 4 3 2 1 0 თანამშრომლობის უნარი მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა. მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს. მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მოამარაგოს ჯგუფი გამოსადეგი იდეებით. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს. მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მოამარაგოს ჯგუფი საკუთარი იდეებით. იგი ხშირად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას. მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და ძნელად ამარაგებს ჯგუფს იდეებით. იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას. მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და არ ამარაგებს ჯგუფს იდეებით. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას. მოსწავლეს არ აქვს არავითარი მზაობა ჯგუფური მუშაობისთვის.