მეიოზი მეიოზი შედგება: ინტერფაზას + მიტოზი + მიტოზი იგი მოიცავს: ინტრფაზა + I პროფაზა + II პროფაზა I მეტაფაზა I ანაფაზა I ტელოფაზა
II მეტაფაზა II ანაფაზა II ტელოფაზა
მეიოზი –( ბერძ. Meiosis – შემცირება) უჯრედის გაყოფის მეთოდი, რომლის შედეგად ხდება ქრომოსომთა რიცხვის შემცირება შვილეულ უჯრედებში; წარმოადგენს სასქესო უჯრედების წარმოქმნაში ძირითად რგოლს. მეიოზის მსვლელობისას ერთი დიპლოიდური უჯრედი( რომელიც შეიცავს ქრომოსომთა 2 კომპლექტს) ორი ერთმანეთის მომდევნო დაყოფის შემდეგ იძლევა 4 ჰაპლოიდური უჯრედის საწყისს. მამაკაცისა და ქალის სასქესო უჯრედების შერწყმის შემდეგ ქრომოსომთა დიპლოიდური კომპლექტი აღდგება.
მთავარი განსხვავება მიტოზსა და მეიოზს შორის არის ის რომ მეიოზის პროფაზის დროს ჰომოლოგიური ქრომოსომები წყვილდებიან და განიცდიან( Crossing over – ს) კროსინგოვერს, მიტოზის დროს კი ამგვარი რაღაც არ ხდება და ჰომოლოგიური ქრომოსომები არ წყვილდებიან, არამედ უბრალოდ დგებიან ეკვატორულ სიბრტყეში და შემდეგ მიკრომილაკები მათ შემადგენელ ქრომატიდებს საწინააღმდეგო პოლუსებისკენ გაქაჩავენ, ანუ ხდება 1 ქრომოსომის 2 ქრომატიდად გახლეჩა.. მეიოზის დროს კი ქრომოსომა ქრომატიდებად არ იხლიჩება, არამედ უბრალოდ შეწყვილებული ქრომოსომა ცილდება ერთმანეთს და მხოლოდ შემდეგ მეორე პროფაზაში განიცდის ქრომოსომა 2 ქრომატიდად გახლეჩას.
მაშასადამე, ინტერფაზა ორ მიტოზს შორის არ გვხვდება და ამიტომ ხდება ინფორმაციის განახევრება.