ევოლუცია ევოლუცია | Page 20

ჰომოლოგიური ორგანოების არსებობა დივერგენციული ევოლუციის შედეგია. ანალოგიური ორგანოების არსებობა კონვერგენციული. კორვენგეცია არის არამონათესავე ნიშანთვისებათა დამთხვევა. დივერგენცია- ნიშანთვისებათა დაცილების პროცესია, რომლის დროსაც წარმოიქმნება ახალი სახეობა. პალეონტოლოგია-შეისწავლის ნამარხ ნაშთებს და ავლენს მათ მსგავსება განსხვავებას თანამედროვე ფორმებთან. ნამარხ ფორმებს მიეკუთვნება არქეოპტერიქსი მასში გაერთიანებულია ქვეწარმავლისა და ფრინველის ნიშანთვისებები.
ასევე ნამარხი ფორმაა მხეცკბილა, რომელშიც გაერთანებულია ქვეწარმავლისა და ძუძუმწოვრების ნიშნები. ფსილოფიტები ის არის გარდამავალი ფორმა წყალცენარესა და გვიმრისნაირებს შორის.