სილამაზე
ახალი წელი ის დროა, როცა ყველაფერი
ახალი გინდა შეიძინო. მათ შორის ვარცხნილობის განახლებაც შედის. შეიტანე
თუნდაც მცირე კორექტივები.
თუ ვარცხნილობა იდეალურია, მაშინ
შეგიძლია ფერი შეცვალო. ქერადან მუქ
ფერზე გადახვიდე, ტონიკის საშუალებით
მხიარულ ფერებად შეიღებო. ან ხელოვნური
დაგრძელება გაიკეთო.
თუ სალონის დრო არ გაქვს, სახლში
გაკეთებული ყველაზე მარტივი მკვებავი
ნიღაბიც სასარგებლო იქნება. გადახედე
ჩვენს სტატიებს სახის კანის მოვლაზე.
(იხილე გვ.26)
ნამზეურიანი კანი ძალიან მოუხდება
საახალწლო წვეულებისთვის შეძენილ კაბას,
თუმცა ავტორუჯი დიდხანს არ ძლებს, ამიტომ
პროცედურა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმე.
წელს წვეულებებისთვის მეტალიკი ფერებია
მოდაში, ასევე შავი. ყოველდღიურად კი
ნეიტრალური, პასტელის ფერები.
ზამთარი, ქარები, სიცივე და ქუდის ხშირი
ტარება თმას დიდ ზიანს აყენებს, სულაც არ
იქნება ცუდი, ცოტას თუ გაანებივრებ.
დროა, შენი წარბი საქმის მცოდნეს მიანდო.
სწორად გაკეთებულ წარბს შეუძლია შენი
სახის გამომეტყველება რადიკალურად
შეცვალოს.
PINK | ზამთარი 2014
29