PINK Winter, 2014 - #2 | Page 19

შოპინგ გიდი სტილი ზამთრის კურორტზე დამსვენებელთათვის ─ ნინო ყურაშვილი ზამთრის კურორტებზე აქტიური დასვენებისგან მხოლოდ დადებითი მოგონებები რომ დაგრჩეს, საჭიროა სამოსის შერჩევას სერიოზულად მიუდგე. ყოველდღიური თბილი ტანსაცმელი აქტიური დასვენებისა და გართობისთვის არ გამოდგება, რადგან გაოფლიანების და დასველების შემთხვევაში გართობა შესაძლოა გაციებით დასრულდეს. სათხილამურო ტანსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, კომფორტული, ფუნქციონალური, უნდა ინარჩუნებდეს სითბოს და გიცავდეს ქარისგან. და რაც ჩვენთვის, ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ლამაზიც უნდა იყოს! მრავალფენიანობა ზამთრის სპორტული ჩაცმულობის მთავარი პრინციპია: პირველი ფენა თერმოთეთრეულია, რომლის დანიშნულება სითბოს შენარჩუნება კი არა, სხეულიდან ტენის მოშორება